Friday, April 17, 2015

მე-9 დღე

ავტვირთეთ შეფასების  რუბრიკა ,სასწავლო პროექტის გეგმა,განვათავსეთინტერნეტ გვერძე.
         მადლობა სერმან მურჯიკნელს .

Wednesday, April 8, 2015

დღე მეშვიდე

გავეცანით შეფასების გეგმა 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს' ბლუმის ტაქსონომიას ,საავტორო უფლებები,საკლასო მენეჯმენტი.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები(ზოგადი,თემატური,შინაარსობრივი) გავეცანით შეფასების ჩარჩოს.

Friday, April 3, 2015

მეექვსე დღე

დღეს გავეცანით მასწავლებლის პორტფოლიოს ატვირთვას google drive-ში.და ასევე ჩვენი ატვირთული მასალების გაზიარებასა და შენახვას.გავეცანითგაზეთის შაბლონებს

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე 

Friday, March 27, 2015

დღე მეოთხე-

ვისწავლეთ პრეზენტაციების გაკეთება. გავეცანით ბუკლეტების  შექმნას.შევქმენით პროექტის ბლოგის შაბლონი

Thursday, September 5, 2013

სასწავლო პროექტი


  1. პროექტის სახელწოდება: მოგზაურობა ჰარმონიის სამყაროში.
  2. პროექტის მთავარი იდეა: პროექტზე მუშაობას შეუძლია   სწრაფად განუვითაროს მოსწავლეს არაერთი უნარი :როგორიცაა დამატებითი ლიტერატურის მოძიების და ლიტერატურაზე მუშაობის ,სტატისტიკური მონაცემების შეგროვების,სხვადასხვა გზითწარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის ,ტექნოლოგიების გამოყენების.პროექტზე მუშაობა- ესაა ეფექტური გზა თეორიული ცოდნიდან პრაქტიკამდე.
  3. პროექტის აქტუალობა:ჩემს მიერ წარმოდგენილია პროექტი ,რომელიც მოითხოვს მოსწავლისაგან თემის შერჩევას და ამ თემის შესაბამისი კვლევის ჩატარებას,ნაშრომის შესრულებას და პრეზენტაციას, მათემატიკის სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირებას ,მათემატიკურ კანონზომიერებათა ამოცნობას ხელოვნების ნიმუშებში
  4. პროექტის მიზნები:მოსწავლეები ეცნობიან ოქროს კვეთას ,ფიბონაჩის რიცხვებს ,მათ შორის კავშირს,იფართოებენ თვალსაწიერს ,ეცნობიან მათემატიკის გამოყენების ნიმუშებს ხელოვნებასა და ბუნებაში;ეცნობიან გარემომცველი სამყაროს სილამაზისა და ჰარმონიის ზოგიერთ კანონს.
  5. მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი 
  6. ვადები-ხანგრძლივობა:ერთი თვე 
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლე მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისებრივ  და რაოდენობრივ მონაცემებს,მსჯელობს თუ რა უპირატესობა აქვს თითოეულს;შექმნიან პრეზენტაციისათვის საჭირო პლაკატებს და მოამზადებენ სლაიდ შოუს
  8. პროექტისათვის საჭირო  ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო მათემატიკა მე-10 კლასი,ინტერნეტი
  9. პროექტის მსვლელობა:მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად:დაუნაწილებ შემდეგ თემებს:პროპორციის თვისებები პრაქტიკაში, ოქროს კვეთა და კავშირი არქიტექურასთან, ხელოვნებასთან ,კავშირი ფიბონაჩის რიცხვებთან,ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას თემების შესაბამისად ;ისტ-ის  მასწავლებლის დახმარებით მოამზადებენ პრეზენტაციას POVERPOINT-ში;მოამზადებენ პლაკატებს 
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მათემატიკაში და ისტ-ში
  11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მარინა ბუჩუკური
  12. ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:   marina buchukuri50@mail.com