ავტვირთეთ შეფასების რუბრიკა ,სასწავლო პროექტის გეგმა,განვათავსეთინტერნეტ გვერძე.
მადლობა სერმან მურჯიკნელს .
ინტელი-პროექტებით სწავლება
Friday, April 17, 2015
Wednesday, April 8, 2015
დღე მეშვიდე
გავეცანით შეფასების გეგმა 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს' ბლუმის ტაქსონომიას ,საავტორო უფლებები,საკლასო მენეჯმენტი.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები(ზოგადი,თემატური,შინაარსობრივი) გავეცანით შეფასების ჩარჩოს.
Friday, April 3, 2015
მეექვსე დღე
დღეს გავეცანით მასწავლებლის პორტფოლიოს ატვირთვას google drive-ში.და ასევე ჩვენი ატვირთული მასალების გაზიარებასა და შენახვას.გავეცანითგაზეთის შაბლონებს
Friday, March 27, 2015
დღე მეოთხე-
ვისწავლეთ პრეზენტაციების გაკეთება. გავეცანით ბუკლეტების შექმნას.შევქმენით პროექტის ბლოგის შაბლონი
Thursday, September 5, 2013
სასწავლო პროექტი
- პროექტის სახელწოდება: მოგზაურობა ჰარმონიის სამყაროში.
- პროექტის მთავარი იდეა: პროექტზე მუშაობას შეუძლია სწრაფად განუვითაროს მოსწავლეს არაერთი უნარი :როგორიცაა დამატებითი ლიტერატურის მოძიების და ლიტერატურაზე მუშაობის ,სტატისტიკური მონაცემების შეგროვების,სხვადასხვა გზითწარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის ,ტექნოლოგიების გამოყენების.პროექტზე მუშაობა- ესაა ეფექტური გზა თეორიული ცოდნიდან პრაქტიკამდე.
- პროექტის აქტუალობა:ჩემს მიერ წარმოდგენილია პროექტი ,რომელიც მოითხოვს მოსწავლისაგან თემის შერჩევას და ამ თემის შესაბამისი კვლევის ჩატარებას,ნაშრომის შესრულებას და პრეზენტაციას, მათემატიკის სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირებას ,მათემატიკურ კანონზომიერებათა ამოცნობას ხელოვნების ნიმუშებში
- პროექტის მიზნები:მოსწავლეები ეცნობიან ოქროს კვეთას ,ფიბონაჩის რიცხვებს ,მათ შორის კავშირს,იფართოებენ თვალსაწიერს ,ეცნობიან მათემატიკის გამოყენების ნიმუშებს ხელოვნებასა და ბუნებაში;ეცნობიან გარემომცველი სამყაროს სილამაზისა და ჰარმონიის ზოგიერთ კანონს.
- მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი
- ვადები-ხანგრძლივობა:ერთი თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლე მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს,მსჯელობს თუ რა უპირატესობა აქვს თითოეულს;შექმნიან პრეზენტაციისათვის საჭირო პლაკატებს და მოამზადებენ სლაიდ შოუს
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო მათემატიკა მე-10 კლასი,ინტერნეტი
- პროექტის მსვლელობა:მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად:დაუნაწილებ შემდეგ თემებს:პროპორციის თვისებები პრაქტიკაში, ოქროს კვეთა და კავშირი არქიტექურასთან, ხელოვნებასთან ,კავშირი ფიბონაჩის რიცხვებთან,ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას თემების შესაბამისად ;ისტ-ის მასწავლებლის დახმარებით მოამზადებენ პრეზენტაციას POVERPOINT-ში;მოამზადებენ პლაკატებს
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მათემატიკაში და ისტ-ში
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მარინა ბუჩუკური
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: marina buchukuri50@mail.com
Subscribe to:
Posts (Atom)